ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ პროკურატურა დღეს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში აღბეჭდილი რამდენიმე სპეციფიკური ტერმინის იგნორირებით ცდილობს მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერში არსებული შინაარსი.
"გავიგეთ ის, რომ პროკურატურამ იმ მომენტისთვის, როდესაც ბრალი წაუყენა ბატონ მელაშვილსა და ქალბატონ ილიჩოვას, უკვე ჰქონდა ეს ჩანაწერი, რომელიც გამოძიების დასრულების ბოლო დღემდე არ გაუმხილა დაცვის მხარეს და ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ჩვენ ამ ჩანაწერის დამუშავებისთვის ფაქტობრივად დრო არ დაგვიტოვა პროკურატურამ და ამ ჩანაწერში არსებული გარემოების დასაზუსტებლად სათანადო მტკიცებულებები რომ მოგვეპოვებინა. თუმცა ჩვენ ჩანაწერის მხოლოდ ეპიზოდს მოვუსმინეთ, ის დამონტაჟებული იყო, როგორც მოგეხსენებათ. ჩვენ გვჭირდება სრული ჩანაწერის ნახვა, მაგრამ რასაც მოვუსმინეთ იმ ჩანაწერში, ვერაფერი ისეთი ვერ ვნახეთ, რის თქმასაც ივერი მელაშვილი ფაქტობრივად პროცესზე არ აპირებს. უბრალოდ, იქ არის ზოგიერთი სპეციფიკური ტერმინი გამოყენებული, რომლის იგნორირებითაც პროკურატურა ცდილობს მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერში არსებული შინაარსი", — განაცხადა მშვენიერაძემ TV პირველის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






