ამერიკის შეერთებულ შტატებს 46–ე პრეზიდენტი და პირველი ლედი ჰყავს. ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი დადო.
რაც შეეხება წინამორბედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის მელანია ტრამპს, მათ თეთრი სახლი ახალი პრეზიდენტის მიღების გარეშე დატოვეს. ისინი ფლორიდაში გაემგზავრნენ. გამგზავრების წინ მელანია ტრამპი საზოგადოების წინაშე სრულიად შავი ლუქით წარსდგა. როგორც მოდის კრიტიკოსებმა დაითვალეს მისი ჩაცმულობის ღირებულება დაახლოებით 77 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ჯილ ბაიდენს მისი ლუქი სულ რაღაც 5 600 დოლარის ღირებულების იყო და გაცილებით ხალისიან ფერებში. ახალმა პირველმა ლედიმ უპირატესობა ცისფერს მიანიჭა.

მელანია ტრამპი
სათვალე – Bottega Veneta 440$
პიჯაკი – Chanel 5600$
ფეხსაცმელი – Christian Louboutin 795$
ჩანთა – Hermes Birkin 70 000$
ჯილ ბაიდენი
პალტო – Markarian 2 700$
კაბა – Markarian 2 800$
ნიღაბი – Markarian 60$
მასალის გამოყენების პირობები






