თეთრი სახლის დატოვებამდე დონალდ ტრამპმა ხალხს მიმართა და განაცხადა – „ჩვენ დავბრუნდებით – რაღაც ფორმით“.
დღეს აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეა და 150 წლის განმავლობაში პირველად, წინამორბედი პრეზიდენტი არჩეულ პრეზიდენტს თეთრ სახლში არ დახვდება და არ მოხდება ადმინისტრაციის გადაბარება იმ ფორმით, როგორც აქამდე.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შავითმოსილმა პირველმა ლედიმ. მელანიას Chanel–ის სამხედრო სტილის სამოსი ეცვა. მმისი აქსესუარებიც კი შავი ფერის იყო, მათ შორი „ჰერმეს ბირკინის“ ნიანგის ტყავის ჩანთაც კი. თავის მოკლე სიტყვაში მელანიამ აღნიშნა:
„პირველი ლედის სტატუსი დიდი პატივი იყო. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მემახსოვრებით, ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ოჯახები და ეს ლამაზი ერი“, – აღნიშნა პირველმა ლედიმ.
თავიანთი სიტყვის წარმოთქმისას, ტრამპებმა თეთრი სახლის ტერიტორია დატოვეს, ისინი თავიანთმა ოჯახის წევრებმა გააცილეს.











მასალის გამოყენების პირობები






