ჩინელ ექიმებს ფარულად გადაუღეს ვიდეო, სადაც ისინი აღიარებენ, რომ იცოდნენ იმის შესახებ, თუ როგორი სახიფათო იყო 2020 წლის იანვარში ვუჰანში გავრცელებული კორონავირუსი, თუმცა მათ ხელისუფლების მხრიდან განუცხადეს, რომ სიმართლე უნდა დაემალათ.
ვუჰანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ მათ ვირუსის შედეგად გარდაცვალებათა შესახებ უკვე იცოდნენ 2019 წლის დეკემბერში, თუმცა ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პირველი გარდაცვალების ფაქტის შესახებ მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში შეატყობინა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Dailymail-ი.
ექიმები აღნიშნავენ, რომ მათ ისიც იცოდნენ, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდებოდა, თუმცა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მათ მკაცრად განუცხადა, რომ სიმართლის შესახებ არ ესაუბრათ, რათა არ ჩაეშალათ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მთვარის ახალი წლის ფესტივალი.
ITV-ის ეთერში ტრანსლირებული ვიდეოკადრები წარმოადგენს ე.წ აღიარებით ჩვენებას მედიკოსების მხრიდან, რომელიც ცხადჰყფს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ეპიდემიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა მსოფლიოს.
მასალის გამოყენების პირობები






