ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის კაბინეტში, ჯანმრთელობის საკითხებში შეერთებული შტატების მდივნის თანაშემწის პოზიციას დაიკავებს რეიჩელ ლევინი. სენატმა დაადასტურა, რომ ამერიკის ისტორიაში საქმიან თანამდებობაზე პირველად ინიშნება ტრანსგენდერი ქალი.
ლევინი 2018 წლიდან პენსილვანიის შტატის ჯანდაცვის მდივანი იყო, მანამდე კი ჯანდაცვის მდივნის მოადგილე. იგი მანამდე თერაპევტად მუშაობდა პენსილვანიაში ორი წლის განმავლობაში. ბაიდენმა ლევინი დანიშვნა შეფასა, როგორც ისტორიული, ხოლო მის კვალიფიკაციას ძალზე დადებით კონტექსტში გაუსვა ხაზი. პრეზიდენტის აზრით, რეიჩელი ძალზე გააძლიერებს ადმინისტრაციის ძალისხმევას ჯანდაცვის საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით.
„ექიმი რეიჩელი მოგვიტანს სტაბილურ, მდგრად ხელმძღვანელობით უნარებსა და მნიშვნელოვან ცოდნას, რაც ხალხს პანდემიის დასაძლევად ძალიან სჭირდება- არააქ მნიშვნელობა საფოსტო კოდს, რასას, რელიგიას, სექსუალურ ორიენტაციას გენდერულ იდენტობას“ - განაცხადა ბაიდენმა

მასალის გამოყენების პირობები






