ახლოვდება ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია და კულმინაცია უკვე პიკს აღწევს ამერიკაში. ბრიტანული მედიის, Dailymail-ის ცნობით, ეროვნული გვარდიის 12 ჯარისკაცი პრეზიდენტის ინაუგურაციის უსაფრთხოების მისიიდან გაათავისუფლეს, რადგან დადგინდა მათი კავშირები მემარჯვენე სამხედრო ჯგუფებთან. აგრეთვე გამოკვლეული იქნა აღნიშნული პირების პოსტები, რომელშიც ისინი ძალზე რადიკალურ და ექსტრემისტულ შეხედულებებს აფიქსირებდნენ. აღნიშნული ფაქტები განგაშის გამომწვევი აღმოჩნდა აშშ-ს უსაფრთხოების სისტემისთვის, რომელმაც აღნიშული გადაწყვეტილება სიტუაციის გართულების პრევენციის მიზნით მიიღო.
დაზვერვისა და არმიის მაღალჩინოსნებმა ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთეს მედიისთვის თუმცა მათ კონკრეტული ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ თუ რა კავშირები აღმოუჩინეს მათ და რომელ დანაყოფში მსახურობდნენ. გვარდიის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც FBI-მ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე 25 000-ივე სამხედროს მონაცემები შეისწავლა.
ეროვნული გვარდიის ხელმძღვანლის, გენერალი დანიელ ჰოკანსონის თქმით, 25 000 ჯარისკაცი, რომელიც იცავს ვაშინგტონში სახელმწიფო შენობებს არიან ძალზე გამოცდილი, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან და არ არსებობს შიდა პოტენციური საფრთხეები.





მასალის გამოყენების პირობები






