ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გთავაზობთ 3400-მდე დასახელების მობილური ტელეფონიდან და სიმ ბარათიდან წაშლილი თქვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღდგენა/ამოღებას.
მობილური ტელეფონის გამოშვების თარიღის, ფირმის და პარამეტრების მიუხედავად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიის ახალი ხელსაწყოს UNIVERSAL FORENSICS EXTRACTION DEVICE (UFED) დახმარებით, შესაძლებელია წაშლილი კონტაქტების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილების აღდგენა.
ამ სერვისს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ახალი მოდული- UFED CHINEX შეიძინა, რომლის მეშვეობითაც ჩინური წარმოების ტელეფონებიდანაც შეგვიძლია წაშლილი და დაზიანებული ინფორმაციის აღდგენა/ამოღება.
სერვისის ფარგლებში შესაძლებელია:
მობილური ტელეფონიდან და სიმბარათებიდან ინფორმაციის ამოღება და აღდგენა;
სიმ-ბარათიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების ამოღება;
მობილური ტელეფონიდან წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინების აღდგენა და ამოღება;
მობილური ტელეფონიდან კონტაქტების ამოღება;
სიმ-ბარათიდან კონტაქტების ამოღება;
მობილური ტელეფონიდან წაშლილი კონტაქტის აღდგენა და ამოღება;
მობილური ტელეფონიდან ფოტოგამოსახულების ან/და ხმოვანი ფაილის ამოღება;
მობილური ტელეფონიდან წაშლილი ფოტოგამოსახულების ან/და ხმოვანი ფაილის
აღდგენა და ამოღება;
მობილური ტელეფონიდან განხორციელებული/მიღებული/გამოტოვებული ზარების ამოღება;
მობილური ტელეფონიდან წაშლილი განხორციელებული/მიღებული/გამოტოვებული ზარების აღდგენა და ამოღება.
სერვისის შესრულებას დაჩქარებული წესით სჭირდება 5 სამუშაო დღე, ხოლო ჩვეულებრივი წესით 30 სამუშაო დღე.
მობილური ტელეფონიდან და სიმ-ბარათებიდან ინფორმაციის ამოღებისა და აღდგენის სერვისის შესასრულებლად ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისყიდა ახალი ულტრათანამედროვე აღჭურვილობა UNIVERSAL FORENSICS EXTRACTION DEVICE (UFED). აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, ვინც ამ ხელსაწყოს ფლობს. იგი სპეციალურად არის განკუთვნილი საექსპერტო სერვისების შესასრულებლად. საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიის თანამშრომლებმა სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რომელიც ა.შ.შ-დან მოწვეულმა ტრენერებმა ჩაატარეს ამ მოწყობილებებთან მუშაობის შესასწავლად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორამციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი, ციფრული მოწყობილობებიდან ინფორმაციის ამოღება/აღდგენისა და დამუშავების მიმართულებით, მომხმარებელს ოცი სხვადასხვა სახის ექსპერტიზას თავაზობს.
2014 წლისთვის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს GPS მოწყობილობებში მონაცემების ფიზიკური კვლევა, მათ შორის (Garmin, Magellan, Navmap) ჩავატაროთ, დავადგინოთ ციფრული მოწყობილობის ადგილმდებარეობა, კავშირი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები






