ის გარემოებები, რაზეც დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი საუბრობს, შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან პირდაპირ შემხებლობაშია - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა.
პროკურორი ამბობს, რომ ვახტანგ ახვლედიანთან, რომელიც ერთ-ერთი ბოლოა, ვინც გიორგი შქარაშვილი ცოცხალი ნახა.
„დღევანდელ პროცესზე იკითხება ვახტანგ ახველედიანი და ორი ექსპერტი, ერთი კრიმინალისტია და მეორე ინფორმატიული ექსპერტი. რაც შეეხება იმას, თუ რა ფაქტს შეესწრო ახვლედიანი, ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ დაიწყო თავდასხმის მომენტები: ჯერ „მერსედესის“ მგზავრები ესხმიან თავს გიორგი შაქარაშვილს, მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის, ვახტანგ ახვლედიანს და სხვა პირებს, შემდეგ უკვე, „ქამრის“ მგზავრები, ანუ წარმოდგენილი ბრალდებულები და მძღოლი ესხმიან თავს შაქარაშვილს და დანარჩენ პირებს. ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი შაქარაშვილი ფაქტობრივად, ბოლოს ერთად გარბიან, ახვლედიანის შემალვის შემდეგ უკვე, გიორგი შაქარაშვილი აგრძელებს მოძრაობას, რის შემდეგაც მას 3 ადამიანი მისდევს, ანუ ის გარემოებები, რაზეც ვახტანგ ახვლედიანი საუბრობს, პირდაპირ შემხებლობაშია მკვლელობის საქმესთან და უშუალოდ იმ პირების ბრალეულობასთან, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით არიან სასამართლოში წარმოდგენილი, ის 3 ადამიანი, ვინც შაქარაშილს მისდევდა, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია, რაც შეეხება ახვლედიანს, მისი ჩვენებიდანაც ირკვევა - მან აღნაგობა, გარეგნობა დაინახა ამ ადამიანების, თუმცა, იდენტიფიკაცია უშუალოდ მის მიერ ვერ მოხდა, თუმცა, ეს 3 ადამიანი იმ 5 ბრალდებულიდანაა. იქიდან გამომდინარე, რომ ვახტანგ ახვლედიანი საკმაოდ ბევრ რამეს შეესწრო, კითხვები იქნება“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






