შემზარავი მკვლელობა ზუგდიდში - ფაქტზე დაკავებულ რუსტამ ფილიას დღეს ბრალი 2 მუხლით წაუყენეს.
პროკურატურა მას განზრახ მკვლელობას - 108-ე მუხლი და სხვისი ნივთის დაზიანებას - 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, 22 წლის ახალგაზრდა ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, მოტივი კი ეჭვიანობა.
საქმის მასალები ადვოკატს უკვე გადაეცა. ბრალდებულს თითის ანაბეჭდები და ნერწყვის ნიმუშიც აუღეს. ამოღებულია დანაშაულის სავარაუდო იარაღი დანა და ფილიას ტანსაცმელი, რომელიც ისი მეგობაი ქალის ბინიდან ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 16 იანვარს მოხდა. დამნაშავემ, 22 წლის რუსტამ ფილიამ, მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბინა გადაწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ქალიც, რომელიც დაპირისპირების ფიგურანტად სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები






