რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნი 30 დღით დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 30 დღე-ღამის განმავლობაში, 15 თებერვლამდე დარჩება საპატიმროში. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა, სადაც ნავალნი აეროპორტში დაკავების შემდეგ იქნა გადაყვანილი.
ალექსეი ნავალნი პატიმრობაში სასამართოს მორიგ სხდომამდე იქნება. სწორედ მომდევნო სასამართლო პროცესში გადაწყდება და დადგინდება არიდებდა თუ არა რუსი ოპოზიციონერი სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის კონტროლს თავს. იმ შემთხვევაში თუ მას ბრალი დაუმტკიცდა, ნავალნის 3.5 წლიანი პატიმრობა ელოდება.
შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს ნავალნი რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის დროს დააპატიმრეს. დაპატიმრების საბაბად განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი გამუდმებით არღვევდა დაკავებს გამოსაცდელი ვადის პირობებს.
მასალის გამოყენების პირობები






