კანადელმა მაიკ ანტონიეტიმ საკუთარ ძაღლს ლუდის ქილის მაცივრიდან აღება და მოტანა ასწავლა. ამის შესახებ ვიდეოს Dailymail-ი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. კადრებში ასახულია გერმანული ნაგაზისა და ჰასკის ჯიშის ნაჯვარი 8 წლის ძაღლი, რომელიც პატრონის ბრძანებას ასრულებს- „უორვიკ შეგიძლია ლუდი მომიტანო?“ - ძაღლმა მაიკის თხოვნის შესახებ გაიგო, რომლის შემდეგაც შევიდა სამზარეულოში და მაცივრიდან ლუდის ქილა მოუტანა პატრონს. ვიდეოს ბოლო მომენტში პატრონი უორვიკს ეკითხება დახურა თუ არა მაცივრის კარი, რომლის შემდეგაც ძაღლი ბრუნდება სამზარეულოში და კეტავს მაცივრის კარებს.
ანტონიეტის თქმით, იგი თავის 8 წლის ძაღლს მცირე ასაკიდან ასწავლიდა ჯდომის, წოლის და თავის ე.ს მომკვდარუნების წესებს, შემდეგ კი მხოლოდ 3 თვე დასჭირდა უორვიკისთვის ლუდის ქილის მოტანა ესწავლებინა. გაწვრთნის განმავლობაში ძაღლი ხშირად შემცდარა და ლუდის ქილის ნაცვლად ყველი მოუტანია, თუმცა ამჟამად იგი ბრძანებებს სრულყოფილად ასრულებს.
31 წლის მამაკაცის თქმით, მან თავისი ცოლი ურთიერთობის დაწყების პირველივე ეტაპზე გააოცა ძაღლის გამაოგნებელი უნარებით.





მასალის გამოყენების პირობები






