გამაოგნებელი ტექნოლოგიური გარღვევა- ისრაელში გამოიგონეს კონდიციონერი, რომელიც ოთახებში ვირუსების, ბაქტერიებისა და მიკრობების 99.9 %-ს ანადგურებს
მსოფლიო - 22:28, 14 Jan, 2021     2930

ისრაელის კონდიციონერების მწარმოებელმა კომპანია TADIRAN-მა გამოიგონა ჰაერის გამწმენდი, გამასუფთავებელი ტექნოლოგია, რომელიც ოთახებში ვირუსულ ნაწილაკებს, მიკრობებსა და ბაქტერიებს 99.9 %-იანი ეფექტურობით ანადგურებს. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს ებრაული გამოცემა, Jerusalem post-ი.

ზემოხსენებულმა კომპანიამ 2020 წლის მაისში დაანონსა, რომ დაიწყო განვითარება ახალ სფეროებში, რომელთა მთავარი მიზანი იქნება დახურულ სივრცეებში ჰაერის დამუშავება და გაწმენდა.

2020 წლის ბოლოს კი კომპანია Tadiran-მა წარმოადგინა უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი კონდიციონერები, რომლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ოთახში ჰაერის გაწმენდა, რომელსაც ის სადეზინფექციო ხსნარის მსგავსი ნივთიერების გამოფრქვევით ახდენს.

ახალი კონდიციონერი ჰაერში ტენიანობის ფონზე წარმოქმნის წყალბადის ზეჟანგს, რომელიც შემდეგ ოთახში გაბნეულ ვირუსებსა და ბაქტერიებს 99.9% ალბათობით კლავს. აღნიშნული ტექნოლოგიის ეფექტურობა კი უკვე შემოწმდა აშშ-ში, ამერიკის საჭმლისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში, სადაც ხდება დაკვირვება, შესწავლა ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ჩვენი საყოფაცხოვრებო ტერიტორია სახლებში 5-ჯერ უფრო მეტად დაბინძურებულია, ვიდრე გარე გარემოში. რამდენიმე წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვყოფილიყავით ლიდერები ჰაერის დამუშავებაში და სახლებში ჯანმრთელი გარემოს შექმნის პროცესში. დიდი ინვესტიციისა და 3 წლიანი განვითარების შემდეგ უდიდეს ტექნოლოგიურ წარმატებას მივაღწიეთ, რომელიც უზრუნველყოფს დახურულ სივრცეებში ჯანმრთელ და სუფთა ჰაერის შენარჩუნებას. ამჟამად ხდება ჩვენ მიერ დაპატენტებული ტექნოლოგიის მიწოდება და წარდგენა მსოფლიოს წამყვანი კონდიციონერების კომპანიებისთვის, რომლებშიც აღნიშნული მოვლენა ძალზე დიდ ინტერესს აღძრავს“ - განაცხადა Tadiran-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და კომპანიის საკონტროლო პაკეტის მეწილემ, მოშე მამრუდმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42