ჯეფრი როზენმა, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის , ინაუგურაციის დღეს მოწინააღმდეგეთა დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცავები მშვიდობიანი პროცესის ჩაშლას არ დაუშვებენ და წესიგის დამრღვევებს პასუხს აგებინებენ.
ქვეყნის გენერალური პროკურორი მოქალაქეებს წესრიგისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს:
"წესრიგის დამრღვევებს, პასუსხს ვაგებინებთ, ყურადღებას ვამახვილებთ იმ პირებზე, ვინც ინაუგურაციის დღეს საპორტესტო აქციას გეგმავს, იუსტიციის დეპარტამენტი საკონსტიტუციო უფლებების დაცვას უზრუნველყოფს, ჩვენ არ შევეგუებით, 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ჩაშლას და სამთავრობო უწყებებში შეჭრას" , – ამბობს აშშ–ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი როზენი
აქვე, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი, წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წამყვანი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტომ ჰენქსი, იქნება - ცერემონია 20 იანვარს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






