პირად სივრცეში უკანონო შეღწევის ფაქტი - სამოქალაქო აქტივისტი, რამაზ აივაზაშვილი გომელაურის უწყებას ადანაშაულებს.
აქტივისტი აცხადებს, რომ შსს-ზე რიცხული IP მისამართიდან "ფეისბუქის" მის გვერდზე უკანონო შეღწევა მოხდა - მისივე თქმით, დადასტურებაც შეუძლია "ფეისბუქიდან" გამოგზავნილი წერილითა და იმ მონაცემებით, რაც მის ხელთარსებული, პირად სივრცეში ჩარევის პრევენციისთვის გამოყენებული აპლიკაციების მეშვეობით მოიპოვა.
აივაზაშვილმა "მთავარს" მიაწოდა სწორედ ამ აპლიკაციების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია და გაფრთხილების ტექსტი "ფეისბუქის" ადმინისტრაციისგან".
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო აქტივისტის მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ აი პი მისამართი, რომლითაც მის პირად სივრცეში უკანონო შეღწევა მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი აი პია. აპლიკაციის ინფორმაციაში კონკრეტული პიროვნების სახელი და გვარიც იკითხება, თუმცა, უცნობია, არის თუ არა ეს პირი შსს-ს თანამშრომელი.
შსს-ში კომენტარს აღნიშნულ ბრალდებაზე არ აკეთებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები






