ამერიკის ამ დრომდე მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენების პროცედურის ამოქმედებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ბრიტანული მედია, Reuters-ი წერს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის პენსმა გაუგზავნა წერილი სადაც იგი აცხადებს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება მიუსთვის არ არის მისაღები. „ როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 8 დღეა დარჩენილი, დემოკრატები მოითხოვენ მთავრობისგან 25-ე შესწორების ამუშავებას- ეს კი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, აგრეთვე დაპირისპირებასა და კონფრონტაციას ხელს უწყობს“ - აცხადებს პენსი.
იმ შემთხვევაში, თუ პენსი ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს, დემოკრატები მისი ხელისუფლების სათავიდან დროზე ადრე ჩამოჩილებას იმპიჩმენტის გარეშეც მოახერხებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






