ზურაბიშვილი - მარგველაშვილმა მნიშნელოვანი განცხადება არ გვეღირსა!
სოც.მედია - 19:33, 03 Dec, 2013     2610

ზურაბიშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს და მიიჩნევს რომ მარგველაშვილმა "მნიშვნელოვანი განცხადება არ გვაღირსა.

"გარეთ ბატონო პრეზიდენტო მსოფლიოა!

აუუუ მნიშნელოვანი განცხადება არ გვეღირსა! სუამი ხომ რა არის დღეს კარგად ვიცით, მეტადრე თუ უკრაინა იქით წავიდა…. და მისი საპარლამენტო ასემბლეა ხომ საერთოდ!!!… და ამ უკანასკნელის კომუნიკე ….!!!!!

სუამის განცხადება როგორც მახსოვს (მართალი ვთქვა საპარალამენტო ასემბლეის გამცახდებები საერთოდ არ მახსოვს) სულ ერთი და იგივე ტექსტით წლიდან წელს იფარგლებოდა რომელიც ისევე როგორც დღეს "საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპისადმე ერთგულებას უცხადებს და მხარს უჭერს" ….

ნუთუ ეს უნდა იყოს დღეს პრეზიდენტის ერთერთი პირველი განცხადება და სამაგიეროდ დუმილი სხვა მთავარ საკითხებზე: უკრაინაზე, სირიაში განვითარებულ ჰუმანიტარულ კატასტროფის მომცველ მოვლენებზე, ეგვიპტეში დესტაბილიზაციის შესახებ რის შედეგად კოპტები საქართველოსკენ მიიღწვიან, ირანსა და ხუთ საზელმწიფოს შორის მიხწეულ შეთანხმების შესახებ, რომელიც თუ კი ამ პირველ ეტაპმა გაამართლა და ექვს თვეში საბოლოო შეთანხმებად გადაიქცა, რეგიონში სხვა ძალთა განლაგების და მშვიდობიანი პროცესების წინამძღვარი იქნება…. გარეთ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიოა და თქვენი მოვალეობაა რომ საქართველო ამ მსოფლოს ღირსეულ წევრად წარმოაჩინოდ… და არა ერთ კუთხეში მიკუჭული პატარა ქვეყანა რომელიც თავის რეგიონალურ მნიშვნელობა დაკარგულ ორგანიზაციებით ერთობა. კიდევ მესმის ქართულ დელეგაციას რომ შეეტანა ამ "ისტორიულ კომუნიკეში" მავთულხლართების გატარების მიმართ თავისი პოზიცია და სხა წევრების მხარდაჭერა ამაზე მოეპოვებინა კიდევ რაღაცა იქნებოდა…. მაგრამ არა!!!! ამდენი წელია სუამი იგივეს იმეორებს… ამ დროს რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა აფხაზეთი და ოსეთი და სადღაა "ურღვევობა"? ტერიტორიები წაგვართვა და ჩვენ კი გვიხარია რომ ქაღალდზე მაინც "სუამი" -"საზღვრების ურღვევობას ცნობს"…. და ბოლოს ხომ არ გაინტერესებთ ვინ არიან სუამში შემავალნი ქვეყნები? : - საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოოვა და …. უკრაინა! (ადრე უზბეკეთიც შედიოდა და მალევე დატოვა)", - წერს სალომე ზურაბიშვილი. გიორგი მარგველაშვილი სუამის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს მიესალმება. "მივესალმებით სუამის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს, რომელიც ადასტურებს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი ერთგულებას და მხარს უჭერს წევრი სახელმწიფოების ძალისხმევას მშვიდობიანად დაარეგულირონ კონფლიქტები.

ოკუპაცია, ახალი ბარიერების აღმართვა და სეპარატიზმის მხარდაჭერა სრულიად მიუღებელია 21-ე საუკუნეში. ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას ნებისმიერი სადავო და მტკივნეული საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისათვის. სახელმწიფოთა სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ამ მიმართებით მათზე ზეწოლა სრულიად დაუშვებელია.

კიდევ ერთხელ მივესალმებით სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მონაწილეებს და ვადასტურებთ მხარდაჭერას იმ ინიციატივებისადმი, რომლებიც მიმართულია თანამშრომლობის გაღმავებისა და მშვიდობის განმტკიცებისადმი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42