ტრამპის იმპიჩმენტი - დემოკრატებმა კონგრესს რეზოლუციის ორი პროექტი წარუდგინეს
მსოფლიო - 23:24, 11 Jan, 2021     1559
აშშ-ის კონგრესის დემოკრატების ფრაქციამ პარლამენტარებს ტრამპის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების რეზოლუციის ორი პროექტი წარუდგინეს. ორივე რეზოლუციაში დემოკრატები ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებენ ბრალს.

პირველი პროექტის თანახმად დემოკრატიული პარტია ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას სთხოვს, რომლის თანახმად, ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას მხარს მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობა და თავად ვიცე-პრეზიდენტი დაუჭერს.

შესაბამისად, დემოკრატები სთხოვენ პენსს სასწრაფოდ მოიწვიოს მთავრობის სხდომა და მასზე პრეზიდენტის გადაყენების საკითხი დააყენოს.

მეორე რეზოლუცია კი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი ჯერ წარმომადგენელთა პალატის უბრალო უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს. შემდეგ პრეზიდენტის წინააღნმდეგ წამოყენებულ ბრალდებას სენატი განიხილავს. ამ სხდომების თავმჯდომარე აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. მისი მოვალეობაა პროცედურის დაცვა. ბრალდების მხარეს წარმოადგენს წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფი, ხოლო პრეზიდენტს მისი პირადი ადვოკატები იცავენ, სენატორები ნაფიც მსაჯულთა როლში არიან.

თუ სენატორების ორი მესამედი ჩათვლის, რომ პრეზიდენტი დამნაშავეა, მაშინ იმპიჩმენტი შედგება, ის ტოვებს თანამდებობას და მის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი იკავებს.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს სენატში 50-50 პარლამენტარი ჰყავთ.


წარმომადგენელთა პალატის დღევანდელი სხდომა უშედეგოდ დასრულდა - დოკუმენტების კენჭისყრაზე დაყენების დროს ერთმა რესპუბლიკელმა თავისი მოსაზრებები დააყენა, რის შემდეგაც სხდომა 12 იანვრისთვის გადაიდო, რომელზეც ორივე რეზოლუციას უყრიან კენჭს.


შეგახსენებთ, რომ დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი შარშანაც დააყენეს, მაგრამ ის სწორედ სენატმა ჩააგდო, პრეზიდენტის გადაყენებას 100-დან 48 სენატორმა დაუჭირა მხარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42