სანამ მამაკაცები თავიანთ რჩეულებს ხელს სთხოვენ, ისინი სარკესთან ალბათ ისევე რეპეტიციობენ, როგორც ეს სხვადასხვა ფილმშია ნაჩვენები. ერთმა მამაკაცმა გადაწყვიტა ამ კუთხით ორიგინალურობის გამოჩენა და კვირების მანძილზე სთხოვდა ხელს თავის შეყვარებულს, თუმცა, ამას ქალისგან შეუმჩნევლად აკეთებდა.
სტივენ კურცმა პენსივანიიდან ლიზ ბრუნერს რამდენჯერმე ხელი ისე სთხოვა, რომ გოგონას არაფერი შეუმჩნევია. სტივენი აღნიშნულის ამსახველ ფოტოებსაც აგრვებდა, ის ბეჭედს მაშინ უწვდიდა ლიზს, როცა ეს უკანასკნელი ან ტელეფონში იყო ჩარგული, ან მისკენ ზურგით იყო შებრუნებული ან სულაც, ეძინა. შედეგად ლიზი ამ მომენტს ვერ ამჩნევდა.
სტივენმა მოგვიანებით ფოტოები სოციალური ქსელით გაავრცელა და ხალხი დაფიქრდა იმაზე თუ რა მნიშვნელოვანი მომენტების გამოტოვება შეიძლება საკუთარ ტელეფონში საათობით „სქროლვისას“.
სტივენმა „ნამდვილად ხელის თხოვნა“ შობის ღამისთვის დაგეგმა და ცალ მუხლზეც ამ დროს დაეშვა. აღფრთოვანებულმა ლიზმა მას „კი“ უპასუხა და მოგვიანებით გაიგო ამ ყოველივეს „პრეისტორიაც“.






მასალის გამოყენების პირობები






