ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებს ისტორიის გახსენების პარალელურად მიმოიხილავს:
ნეტავ როდის ვისწავლეთ ესეთი "ვაჭრული" არითმეტიკა: უკრაინელებმა რა გააკეთეს ჩვენთვის 7 ნოემბერს, ევროპა რა სარგებელს მომიტანს, ამერიკამ რა გამიკეთა….????? ამავდროულად რუსეთთან მიმართებაში რაღაც გვავიწყდება ვითომც: ერთმორწმუნე მეზობლის ხატების კირით განადგურება, შახაბასის შეტევების წინაშე მარტო დატოვება ხელშეკრულების მიუხედავად, 1783 წლის ირაკლის ხელმოწერილ ტრაქტატის გვერდის ავლით საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება, 21 წლის თებერვალში მე-11 არმიის შემოსევა 1920 წლის ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, იუნკრების დახოცვა, 1922-23 და 1924 წლის აჯანყებების ჩახჩობა, აფიცრების დახვრეტა, არისტოკრატიის გადასახლება, გაჟღლეტვა და ამოძირკვა, ეთნიურ შუღლის ხელოვნურად დანთება, ქართველი ნაციონალ კომუნისტების დახვრეტა, გურიის სისხლში ჩახჩობა, 37 წლის მასიური რეპრესიები და 52 წლის გადასახლებები, პატრიარქ ხელაიას მოკვლა, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, ეკლესიების გაოხრება და რელიგიის დევნა და კიდევ ტერიტორიების წართმევა: სოჭი, ელბრუსი, მამისონის ქედი, თუ სხვებისთვის გადაცემა….. თუ ვითვლით ბარემ და დავითვალოთ მაშ! თუ აღარც თვლა არ შეგვიძლია???
მე კი მომხრე ვარ, რომ არ დავითვალოთ, და არც დავივიწყოთ , მაგრამ წინ ვიაროთ… ოღონდ ჩვენ გზაზე, ჩვენთვის ერთადერთ საკადრის გზაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა…. და მნიშვნელობა აქვს თუ ევროპელები იმ სიმაღლეებზე აღარ დგანან და ბევრი მათში დასაწუნიცაა, რა მნიშვნელობა თუ უკრაინილებმა 7 ნოემბერი სათანადოდ ვერ აღნიშნეს, და რომ პოლონელებს ბოლოს მიშა რუსეთთან ბრძოლაში მოკავშირე აღიქვეს და ამიტომ მოიწონეს…. ეს ხომ შეცდომებია… ის კი დანაშაული….. არ შეგვეშალოს და არავის გამო წინაპართა არჩეულ გზას არ გადავუხვიოთ", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".
მასალის გამოყენების პირობები






