40 წლის ასაკში ქალი მეორე, ახალ, გამოცდილ და სიცოცხლითსავსე ცხოვრებას იწყებს. ამ დროს ქალი თავისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ასაკშია და მან ეს კარგად უნდა გაითავისოს. საკუთარი თავი კი კარგი სტილის შერჩევით უნდა გამოხატოს.
1.მინიმუმ 3 წელს შეგმატებთ ერთ ფერში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი, ჩანთა და ბიჟუტერია. ამ მეთოდზე უარი თქვით.

2. ჭაობისფერი სამოსი დაივიწყეთ, რათა თქვენს სახეს არაჯანსაღი შეფერილობა არ მისცეთ.

3. იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ რაც შეიძლება ახალგაზრდულად, არჩევანი ღია ფერებზე შეაჩერეთ.

4.შავი ფერი არ აბერებს, ამიტომ მასზე უარი არ თქვთ და თამამად მოირგეთ პატარა შავი კაბაც.

5. არ მოირგოთ უფორმო და დიდი ზომის სამოსი, ეს თქვენს ფიგურას ცუდად წარმოაჩენს.

6. სწორად შეარჩიეთ კაბის სიგრძე – მაგალითად, ყოველთვის კარგი არჩევანია ქვედაბოლო, რომლის სიგრძეც მუხლს ოდნავ ქვემოთ იქნება.

7.ზედმეტ სამკაულებზე უარი თქვით და მინიმალიზმს დასჯერდით.

8. არ შეცდეთ და წარსულის გადმონაშტები არ მოირგფოთ. ამაზე უარესს ვერაფერს იზავთ ამ კუთხით.

9. ეცადეთ გამოკვეთოთ წელი.

10. უარი თქვით მძიმე მაკიაჟზე და გადატრვირთულ ვარცხნილობაზე, ასევე თმის არაბუნებრივ ფერზე.

11. ყოველთვის მოირგეთ მაღალქუსლიანი და ღია ფეხსაცმელი, მაგრამ ქუსლის ზომა აკონტროლეთ.

12. არჩევანი მსუბუქ კლასიკაზე შეაჩერეთ.

მასალის გამოყენების პირობები






