ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ტრამპის გადაყენების საკითხს არ დააყენებს, წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტის პროცედურებს აამოქმედებს.
პელოსიმ აღნიშნა, რომ ორშაბათს წარმომადგენელთა პალატა განიხილავს რეზოლუციას, რომელიც პენსსა და ამ დრომდე მოქმედი პრეზიდენტის კაბინეტის წევრებს მოუწოდებს, რომ აამოქმედონ კონსტიტუციის 25-ე შესწორება და ტრამპი დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლონ.
ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის დაცვისთვის უკვე სასწრაფოდ უნდა ვიმუშაოთ- ეს პრეზიდენტი უკვე საფრთხის შემცველია. მისი განცხადებით, რეზოლუცია მაიკ პენსს ავალდებულებს 24 საათიან ვადაში განიხილოს ტრამპის იმპიჩმენტი, ხოლო თუკი ის ამაზე უარს იტყვის, პროცედურულად წარმომადგენელთა პალატა დაიწყებს მოქმედებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე. პელოსის თქმით, 25-ე შესწორების მთავარი პლიუსი ისაა, რომ ტრამპს მომავალში აღარ მიეცეს გაპრეზიდენტების საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები






