„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მედიკამენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს
ანდანტე, გრიმოდინი, ტებანტინი, ბაკლოსანი, გაბაგამა ეს იმ წალების ჩამონათვალია, რომლისთვისაც არასრულწლოვანი მომხმარებლები აფთიაქებს ხშირად მიმართავენ. ყველა ეს მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემა და მოზარდები მას ე.წ ფსიქოტროპული თრობის შეგრძნების მისაღებად მოიხმარენ.
ხშირია შემთხვევები როდესაც წამლის მოქმედება გვიან იწყება, ამის გამო მომხმარებელი დოზას ზრდის, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს. აბები იწვევს ნარკოდამოკიდებულებასა და ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერი ნარკოტიკის მოხმარების სურვილს, რაც საბოლოოდ ადამიანს ინტრავენურ მომხმარებლად აქცევს. ნარკოტიკის მოხმარება, არასასურველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე. ნარკოტიკის მოხმარებისას, დიდია ასოციალური ქცევის ჩადენის ალბათობა, რადგან ცნობიერება ამ ნივთიერებების ფონზეა შეცვლილია და ადამიანი არაადექვატურად აზროვნებს. დიდია წამლის მოპოვების მოტივით კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის რისკიც.
აფთიაქში ხშირად ბავშვებიც შედიან და მოიხმარენ რამდენიმე აბს ერთად, რაც იწვევს უკუჩვენებებს, თავბრუხვევას, ღებინების შეგრძნებას, არაადეკვატურ მოქმედებას, გაორებულ მხედველობას და ა.შ. აბები ასევე აქვეითებს ტვინის უჯრედების მოქმედებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიმართავს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამედიცინო საქმიანობის სახემწიფო რეგულირების სააგენტოს, რათა გამკაცრდეს აფთიაქების კონტროლი.
მასალის გამოყენების პირობები






