ინდოეთში ფერმერის ცხედარი მეზობლებმა ბანკში მას შემდეგ მიიტანეს, რაც მათ გარდაცვლილის საბანკო ანგარიშიდან კრემაციის ხარჯების დაფარვისთვის აუცილებელი თანხის გაცემაზე უარი უთხრეს . 55 წლის მაჰეშ იადევი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სამშაბათს ბიჰარის შტატში გარდაიცვალა. ამის შესახებ წერს Dailymail-ი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოჯახი არ ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა.
მეზობლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, რათა ძვირადღიღებული რაიმე ნივთი ეპოვათ, რომელიც გამოადგებოდათ დაკრძალვის ხარჯებისთვის, თუმცა გარდაცვლილი სრულიად უპოვარი აღმოჩნდა. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა კი სახლში საბანკო საანგარიშო წიგნაკი აღმოაჩინა, რომელშიც ასახული იყო, რომ მაჰეში 1600 $-ს ფლობდა.
მას შემდეგ, რაც მეზობლებს საბანკო წიგნაკის საფუძველით ფულის გაცემაზე უარი უთხრეს, მათ იადოვის ცხედარი ბანკის შენობაში მიიტანეს და უარი თქვეს ტერიტორიის დატოვებაზე მანამ, სანამ მენეჯერი ფულს არ გადაუხდიდა. მათ დაემუქრნენ ბანკის ხელმძღვანელობას, რომ თუ კრემაციისთვის აუცილებელ თანხას არ მისცემდნენ, უარს იტყოდნენ მის კრემაციაზე და ცხედარს შენობაში დატოვებდნენ.
მას შემდეგ რაც აღნიშნულ დავაში პოლიციის წარმომადგენლები ჩაერივნენ, კანარას ბანკის ფილიალის მენეჯერმა, სანჯეევ კუმარმა 135 $ დოლარი გადასცა დაღუპულის მეზობლებს, რომლის შემდეგაც მათ გარდაცვლილი მამაკაცის სხეულთან ერთად დატოვეს ბანკის ტერიტორია.
მასალის გამოყენების პირობები






