არგენტინაში 9 წლის ბიჭი ყელსაბამად გაკეთბულმა თავისმა ჯვარმა სიკვდილისაგან იხსნა. ტიციანოს თავისი სახლის კარებთან გულმკერდის არეში ტყვია ახალი წლის ღამეს მოხვდა-სწორედ მაშინ, როდესაც მოსახლეობა ფოიერვერკებით აღნიშნავდა 2021 წლის დადგომას. ამის შესახებ წერს Dailymail-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბიჭი ინციდენტის დროს თავის ბიძაშვილებთან და დასთან ერთად თამაშობდა ეზოში. არგენტინელი ტიციანოს სხეული ჯვარცმის ფორმის ჯვარმა დაიცვა ტყვიის მოხვედრისგან. მიუხედავად ზედაპირული დაზიანებისა, იგი მაინც წაიყვანეს მშობლებმა ექიმთან, რომლის შემდეგაც იგი 1 საათში გამოწერეს.
როდესაც მშობლები და ბავშვი სახლში დაბრუნდნენ, ბიჭის დეიდამ იპოვა ყელსაბამი ჯვარი, რომელიც მიწაზე იყო დავარდნილი. აღნიშულ ვერცხლის ჯვარს, რომელიც ტიციანოს მამამ აჩუქა, ტყვიისგან გამოწვეული ნახვრეტი აღმოაჩნდა.
ბავშვის დედის განცხადებით, ეს უფლის სასწაულია, რომელმაც მისი შვილი დალოცა და გადაარჩინა. ადგილობრივმა მედიამ მომხდარ ფაქტს ახალი წლის სასწაული უწოდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, პოლიციის თქმით, შემთხვევა 2020 წელს 10 საათისთვის მოხდა.


მასალის გამოყენების პირობები






