ბრიტანეთში კორონავირუსისგან დამცველ და საიმედო კიდევ ორ პრეპარატს მიაგნეს- მათ სიკვდილიანობის შემცირება მეოთხედით შეუძლიათ იმ პაციენტებში, რომლებიც კოვიდ 19-ით არიან დაავადებულნი.
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, რომლებიც ორგანიზმში წვეთოვანი-ვენური გადასხმით შეჰყავთ, ყოველ 12 პაციენტში დამატებითი ერთი ადამიანის სიცოცხლე მოდის. BBC-ის ინფორმაციით, საუბარია Tocilizumab-სა და Sarilumab-ზე, რომლებიც კრიტიკულ პაციენტთა განკურნებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ- დაახლოებით 1 კვირით ამცირებენ გამოჯანმრთელების დროს მძიმე პაციენტებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პრეპარატი თანაბრად ძლიერი და ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აგრეთვე დამატებითი სარგებლის მქონეა პაციენტების მკურნალობაში იაფ სტეროიდულ საშუალება დექსამეტაზონთან ერთად. მიუხედავად მათი ეფექტური თვისებებისა, კორონავირუსული პრეპერატები არ არის იაფი და აღნიშნული წამლებით მკურნალობის კურსი 1 პაციენტზე £750-იდან £ 1000 ფუნტ სტერლინგამდე შეადგენს.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის წამყვანი მკვლევარის, პროფესორი ენტონი გორდონის თქმით, ყველა მძიმე პაციენტს, რომლებსაც Tocilizumab-ითა და Sarilumab-ით უმკურნალებენ გადარჩენის გაცილებით მეტი შანსი აქვთ ვიდრე სტანდარტული მკურნალობის შემთხვევაში. სტანდარტულად, ინტენსიური თერაპიის პალატებში მოხვედრილ პაციენტთა 36 % იღუპება კორონავირუსის ინფექციის დროს, ხოლო ახალი პრეპარატების გამოყენების პირველ 24 საათში კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ლეტალობა 27 %-მდე შემცირდა.
მასალის გამოყენების პირობები






