ირანის სულიერმა ლიდერმა სატელევიზიო ტრანსლაციის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი უარს აცხადებს კორონავირუსის საწინააღმდეგ ბრიტანული და ამერიკული ვაქცინების შემოტანაზე.
„ ქვეყანაში ბრიტანული და ამერიკული ვაქცინების შემოტანა აიკრძალა. მე ამის შესახებ ვუთხარი ოფიციალურ პირებს და ახლა უკვე საჯაროდ ვაჟღერებს“ - აღნიშნა ჰამენეიმ.
ზემოხსენებული განცხადების ფონზე იკრძალება Astrazeneca-ს, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შესყიდვა ირანის მიერ. ჰამენეის თქმით, ირანში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა, რომლის ფონზეც ირანელი მოსახლეობა ეროვნული წარმოების პრეპარატს გამოიყენებს კოვიდ 19-ისაგან თავდასაცავად. ირანი პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 56 000-ს გადააჭარბა.
მასალის გამოყენების პირობები






