კლასიკური შავი კაბა ალბათ თითოეული ქალის გარდერობში არსებობს. თუმცა, ცოტამ თუ იცის ამ სამოსის გრანდიოზული მნიშვნელობა და მისი შესაძლებლობები.
თუ რაიმე სიახლის დატესტვა გსურთ ამ სამოსთან მიმართებით, მაშინ 2021 სწორედ აღნიშნულის წელია. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს და იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ მოდური სტანდარტების შესაბამისად, რამდენიმე წესს ჩამოგითვლით.

პიჯაკი და შავი კაბა – ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ტანდემია. შეგიძლიათ აირჩიოთ ღია ფერის პიჯაკი ან შავს მიანიჭოთ უპირატესობა, ამ შემთხვევაში სრულად შავი ლუქის შექმნა არც თუ ისე ცუდი არჩევანი იქნება. შეგიძლიათ სურვილის შესაბამისად აქცენტი გააკეთოთ წელის მიდამოზე და მოირგოთ ქამარი. თუ სტილში უფრო მეტი თავისუფლების შეტანა გსურთ, დიდი ზომის პიჯაკი მოიხდინეთ.

აქტუალური კომბინაციაა ე.წ. ფანქრის ტიპის კაბა და დიდი ზომის ზედატანი. ამ სტილს ხშირად ირჩევენ ვიქტორია ბექჰემი და ჯიჯი ჰადიდი. უპირატესობა მაღალ წელს მიანიჭეთ და სურვილისამებრ გამოკვეთეთ ქამრით.

არ შეგეშინდეთ კლასიკური შავი კაბის მორგებას რაიმე სრულიად საირისპირო სტილის ქურთუკთან ერთად, თუნდაც სპორტულ მოსაცმელზე. ასევე ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უპირატესობა უხეში ძირის მქონე ზამთრის მაღალყელიან ფეხსაცმელსაც მიანიჭოთ უპირატესობა. ეს სტილი თანამედროვე და იდეალურია.

შექმენი ტოტალური შავი ლუქი, ქვედაბოლო კი ამ შემთხვევაში უმჯობესია სიგრძით მუხლს ქვემოთ იყოს, ლუქი გაახალისეთ ღიაფერის ფეხსაცმლითა და ჩანთით, თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობთ.

არს სპორტული ფეხსაცმლის მორგება იქნება ურიგო შავ კაბაზე, ამ შემთხვევაში ფეხსაცმლის ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეთ, იყოს თუნდაც წითელი, მწვანე ან ფოსფორისფერი, ეს ყოველივე იდეალურად შეერწყმება ერთმანეთს.


მასალის გამოყენების პირობები






