Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ფეისბუქის და ინსტაგრამის ანგარიშებს მანამ არ აღადგენს, სანამ ძალაუფლება ოფიციალურად ახალ ადმინისტრაციას არ ჩაბარდება.
ცუკერბერგის თქმით, მოქმედი პრეზიდენტისთვის ონლაინპლატფორმაზე წვდომის აღდგენა "უზარმაზარ რისკებს" შეიცავს.
Facebook-მა და Instagram-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები მას შემდეგ გააუქმა, რაც კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც კვლავ გაიმეორა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებები და მხარდამჭერებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა.
ცუკერბერგის თქმით, ვიდეომიმართვა ძალადობის გმობის ნაცვლად, ძალადობის მიტევებას ისახავდა მიზნად, რაც, მისი შეფასებით, შემდგომ ძალადობას წაახალისებდა.
"თუმცა ამჟამინდელი კონტექსტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, რადგან ის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ ძალადობისა და ჯანყის წახალისების მიზნით პლატფორმის გამოყენებას გულისხმობს", - ამბობს ცუკერბერგი.
რისკების შეფასების საფუძველზე, Facebook-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მანამდე არ აღედგინა ტრამპის ანგარიშები, სანამ ხელუსუფლებას ბაიდენის ადმინისტრაცია ოფიციალურად არ გადაიბარებს, რასაც მინიმუმ 13 დღე მაინც დაჭირდება.
"გვჯერა, რომ პრეზიდენტისთვის ჩვენი მომსახურებით სარგებლობის უფლების მიცემა უკიდურესად დიდ რისკებს შეიცავს", - განაცხადა ცუკერბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






