კონგრესმა აშშ–ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გააფორმა. ბაიდენის გამარჯვება აღიარა მაიკ პენსიმ.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა მაიკ პენსზე თქვა, რომ მას საკმარისი სიმამაცე არ ჰქონდა ქვეყნის დასაცავად.
"მაიკ პენსს არ ჰქონდა გამბედაობა გაეკეთებინა ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და კონსტიტუციის დასაცავად. შტატებისთვის უნდა მიეცა შანსი, გაფორმებულიყო სწორი ფაქტები და არა უზუსტო. აშშ ითხოვს სიმართლეს!", - წერს ტრამპი.
პენსი კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტს ასე გამოეხმაურა:
"ის, რაც კაპიტოლიუმში ხდება - ძალადობა და დესტრუქცია - უნდა შეწყდეს და თანაც ახლავე. ყველა, ვინც მასშია ჩართული, პატივი უნდა სცეს სამართალდამცავ ორგანოს და დატოვოს შენობა", - წერს ის
მასალის გამოყენების პირობები






