შემზარავი ტრაგედია საჩხერეში - 8 წლის ბავშვი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა.
გოგონა საავადმყოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მხოლოდ ეზოდან სალხში შესვლა მოასწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, თამაშისას გოგონას 11 წლის მამიდაშვილმა ესროლა სანადირო თოფი.გარდაცლილი ბავშვის ოჯახის წევრები ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბავშვი შეუძლოდ ეზოში დაცემის შემდეგ გახდა.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებმა საჩხერის რაიონული კლინიკის ექიმებს იგივე ვერსია განუცხადეს. თუმცა , ექიმებმა გვამის დათვალიერებისას ნახეს , რომ გულის არეში იყო ნასროლი ტყვია. ექმებისს ვარაუდით, კისტის თოფიდანაა ტყვია გასროლილი.
"ჰქონდა გულის არეში ნასროლი. დავადგინეთ იმით, რომ იყო კანის მთლიანობა დარღვეული. ვივარაუდეთ, რომ, შესაძლებელია ყოფილიყო კისტის ტყვია", - აცხადებენ კლინიკაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






