თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ოფიციალური ანკარის წინადადება შეისწავლოს რუსული წარმოების S-400-ის ანტისარაკეტო კომპლექსების მოქმედების სპეციფიკა, სანაცვლოდ კი ვაშინგტონმა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას თურქეთისთვის მე-5 თაობის ავიაგამანადგურებლების, F-35-ების მიყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული მედია, Cenzor.net-ი.
ჩავუშოღლუს განცხადებით, აშშ-მა და თურქეთმა დაიწყეს მოლაპარაკება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ამერიკის სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია ანკარის მიერ რუსული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, S-400-ის შესყიდვის გამო.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოთქვა დაინტერესება მოლაპარაკების ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსეთისგან S-400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა შეისყიდა, აშშ-მა ოფიციალური ანკარა გარიცხა მე-5 თაობის გამანადგურებლის, F-35-ის პროექტიდან, რომლის ფარგლებშიც შეჩერდა ავიაგამანადგურებლების პირველი პარტიის მიწოდება თურქეთისთვის, რომელიც ადრე ხელშეკრულების პირობების თანახმად იყო გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები






