როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლიციის თქმით, 46 წლის სტივენ ბრანდენბურგი, რომელიც ღამის ცვლაზე მუშაობდა ავრორას სამედიცინო ცენტრში, 12 საათის განმავლობაში მაცივრიდან ორჯერ ამოიღო მოდერნას ვაქცინიანი სინჯარების ყუთი, რომლის შემდეგაც ვაქცინები გამოყენებისთვის უსარგებლო გახადა. სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ ბრანდენბურგი ამას გამიზნულად აკეთებდა, რათა ვაქცინის ეფექტურობის ხარისხი შეემცირებინა. აღნიშნული ფაქტი საახალწლო დასვენების დღეების განმავლობაში მოხდა, როდესაც შტატის ხელმძღვანელობა გამალებით ცდილობდა ვირუსთან ბრძოლის წინახაზზე მყოფი მედიცინის მუშაკებისთვის მიეწოდებინათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები.
ვისკონსინის შტატს ვაქცინების 159 800 დოზა უკვე მიეწოდა, რომელთაგან 64 657 გამოყენებულ იქნა. გამომძიებელთა თქმით, სინჯარებში სულ 570 ვაქცინის დოზა იყო მოთავსებული, რომელთა ღირებულება 8000-იდან $12 000-მდე შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






