ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომი პროფესორი მიიჩნევს, რომ იდუმალი ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ჩვენს მზის სისტემას 2017 წელს ესტუმრა, უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიის ერთ-ერთი სახეობაა და შესაძლოა წარმოადგენდეს სხვა ცივილიზაციის მიერ დამუშავებულ და გადაყრილ ნაგავს.
ავი ლობის თქმით, აღნიშნული დამაბნეველი ობიექტი, სახელად ოუმუამუა არის დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მაღალინტელექტუალური ცხოვრება არსებობს სამყაროს სხვა ნაწილში.
ოუმუამუა ჰავაურ ენაზე მზვერავს ნიშნავს და ამ შემთხვევაში წარმოადგენს პირველ აღმოჩენილ და ცნობილ ვარსკვლავთშორის ობიექტს მზის სისტემაში. ზემოხსენებული ციური სხეული 400 მეტრი სიგრძის აღმოჩნდა. ასტრონომების თავდაპირველი მოსაზრებით, იგი ვარსკვლავთშორისი კომეტა უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდგომი დაკვირვებების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მსგავსი ფორმის ობიექტი აქამდე არ ჰქონდათ ნანახი.
ობიექტი დედამიწას 25 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავ ვეგადან 2017 წლის სექტემბერში მიუახლოვდა. რამდენიმე დღეში მზესთან უფრო ახლოს მისასვლელად იგი დედამიწის ელიფსურ სიბრტყეში შევიდა. თვის ბოლოს მან პლანეტა ვენერას 58 900 მილი სიჩქარით ჩაუფრინა და 7 ოქტომბერს ისევ მოუახლოვდა დედამიწას.
ლობის დაკვირვებით, სიგარის ფორმის კოსმოსური ობიექტი უჩვეულოდ მასშტაბური სიკაშკაშით გამოირჩეოდა- იგი ტიპური მზის სისტემის ასტეროიდზე ან კომეტაზე ათჯერ უფრო მკაფიო იყო.
მასალის გამოყენების პირობები






