ირმა ინაშვილი მაღალჩინოსანთა გადადგომას ითხოვს - "ძველი დრო ბრუნდება?!
სოც.მედია - 12:53, 03 Dec, 2013     5331

"ძველი დრო ბრუნდება?! საზოგადოებას ვუზიარებ ჩემს გულისტკივილს და გაოცებას: სამი დღის მანძილზე ბატონი ზაზა მეფარიშვილი (იმერეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბატონი ირაკლი მელაშვილი (რომელიც პრემიერის მრჩეველია და რეგიონებს კურირებს) იბარებენ ქუთაისის საკრებულოს წევრებს. აშინებენ, ემუქრებიან და აიძულებენ,- დატოვონ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". 

ჩემი ინფორმაციით, დღეს ფრაქციის 5 წევრს უკვე დააწერინეს განცხადება (ხვალინდელი რიცხვით) და ატოვებინებენ ფრაქციას. გაუგებარია, ქვეყნის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად უნდა ზრუნავდეს, რატომაა დაკავებული ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების დატერორებით?!

მე მეგონა, რომ ეს მანკიერება ჩვენი ცხოვრებიდან აღმოიფხვრა, მაგრამ არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც მუდმივად ძველ დროში გვაბრუნებენ. მაგალითად, ბატონ ირაკლი მელაშვილს „რეგიონების კურირება“ , როგორც ჩანს, წარმოუდგენია, როგორც ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრების დატერორება, დაშლა- დანაწევრება. გაუგებარია, - ვისი ინტერესის სასარგებლოდ ხდება ყოველივე ეს? თავად ბატონი მელაშვილის, თუ „ქართული ოცნების“?!

დიდხანია თვალს ვადევნებ ქუთაისის საკრებულოში მელაშვილ- მეფარიშვილის მავნებლურ საქმიანობას. ( უბრალოდ, სხვა შეფასება ასე ზუსტად ვერ გამოხატავს პროცესის არსს); ანალოგიურად იქცეოდნენ სააკაშვილის ჩინოვნიკები. ჩნდება კითხვა: რა შეიცვალა?!

ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ მიღწევად მიმაჩნდა და მიმაჩნია ძალოვანი სტურქტურების დეპოლიტიზება... ის, რომ ძალოვანი სფეროს წარმომადგენლები აღარ ეწევიან საზოგადოების დაშინებასა და შანტაჟს. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით მელაშვილ-მეფარიშვილის ტანდემზე, რომელიც ცინიკურად ატერორებდა და ატერორებს საკრებულოს წევრებს. დამაფიქრებელია, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის სახელით. მე კი, ზუსტად ვიცი, რომ ღარიბაშვილი აქ არაფერ შუაშია.

მივმართავ ახალ პრემიერ- მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, სასწრაფოდ შეიწავლოთ ეს საკითხი და ზემოხსენებული ორივე მაღალჩინოსანი გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან.

ამიერიდან ამ თემას არ მივატოვებთ", - წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუქზე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42