7 წლის ბიჭმა, სახელად ელიმ თავისი მცირეწლოვანი და სიკვდილს გადაარჩინა- იგი ალმოდებულ სახლში, დის ოთახში ფანჯრიდან შევიდა და გამოიყვანა გოგონა, რომელიც ხანძრის გამო ძალზე შეშინებული იყო და სახლს ვერ ტოვებდა. აღნიშული ფაქტი აშშ-ში, ტენესის შტატში მოხდა. კრის და ნიკოლ დევიდსონებმა მომხდარის შესახებ CNN-ს უამბეს- მათი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი საღამო, როდესაც სამივე შვილთან ერთად ისადილეს, შემდეგ კი თითოეული მათგანი საწოლში ჩააწვინეს.
3 საათში ნიკოლ დევიდსონი კვამლის სუნმა გააღვიძა. რამდენიმე წუთში მთელი სახლი კვამლში გაეხვა- ცეცხლის მთავარი კერა 22 თვის ერინ დევიდსონის ოთახს სრულად ახშობდა და არ აძლევდა შიგნით მყოფებს ოთახში შესვლის საშუალებას. მანამ სანამ ცოლ-ქმარმა მეორე ოთახიდან 2 წლის ელაია გამოიყვანეს, ერინის საძინებელი ოთახის კარები ცეცხლმა დაფარა.
„კვამლი და ცეცხლი ისეთი მასშტაბური იყო, რომ გამორიცხავდა იქ შესვლის შესაძლებლობას. ჩვენ გარეთ გავედით, რათა ბავშვი ფანჯრიდან გამოგვეყვანა, თუმცავერ მოვახერხე ფანჯრიდან შესვლა და ამ დროს ელი ავიყვანე, რომელიც ფანჯრიდან ოთახში შეძვრა და ცეცხლმოკიდებული ოთახიდან ერინი გამოიყვანა. ძალიან ამაყები ვართ, რომ ელინმა ისე იმოქმედა, როგორც ამას ზრდასრული კაცი გააკეთებდა“ - განუცხადა CNN-ს ბავშვების მამამ.
იმ დროს როდესაც მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, სახლი სრულად იყო გახვეული ცეცხლის ალში.
„ვფიქრობდი, რომ არ შემეძლო, მაგრამ შემდეგ დავიყვირე: ავიყვანე, მამა. ძალიან მეშინოდა, მაგრამ არ მინდოდა ჩემი და მომკვდარიყო“ - თქვა 7 წლის ელიმ CNN-თან ინტერვიუს დროს.

მასალის გამოყენების პირობები






