ახალ ზელანდიაში უკვე ახალი წელია - 5 წუთიანი გრანდიოზული სანახაობისთვის ორი ტონა ფეიერვერკის მასალა დაიხარჯა.
წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით სწორედ ახლა დგება ახალი წელი. მთავარი ფოიერვერკი იქნება ოკლენდის "სქაი თაუერთან," ფეიერვერკთან ერთად, ისევე როგორც წინა წლებში, იქნება რამდენიმესაათიანი ლაზერული შოუ ნავსადგურის ხიდზე.
ყოველ წელს ეს სანახაობა უფროდაუფრო ლამაზდება - ახალი წელი ოკეანის სანაპიროზე შთამბეჭდავი გაფორმებებით.
ახალ წელს ახალ ზელანდიაში მსოფლიოდან ასობით ათასი ტურისტი ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა, 7 კვირიანი კარანტინის შემდეგ, ქვეყანაში შეზღუდვები უკვე მოხსნეს, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. სანაპიროებთან იმაზე გაცილებით ცოტა ადამიანია, ვიდრე ტრადიციულად წინა წლებში.
აქვე, ახალი ზელანდიის შემდეგ კი 2021 დადგება სიდნეიში, სეულში, ჰონგ-კონგსა და დუბაიში.
მასალის გამოყენების პირობები






