მსოფლიო ვაქცინაციის შეჯიბრში ქვეყნებს შორის ამ დრომდე ისრაელი ლიდერობს, სადაც მხოლოდ 9 დღეში უკვე მთლიანი მოსახლეობის 7 %-ზე მეტმა მიიღო კოვიდ 19-ის ვაქცინა. გავრცელებული ინფორმაციით, 8.7 მილიონიან ქვეყანაში ამ დროისთვის უკვე 644 000 ადამიანი აიცრა Pfizer-ის ვაქცინით.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, ვაქცინაციის პროცესი „რეჟიმში“ 24/7-ზე მიმდიანრეობს, სადაც სრულად არიან ჩართულები სამხედრო ექიმებიც. ოფიციალურმა იერუსალიმმა თადარიგი დაიჭირა და წინასწარ შეუკვეთა Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
ისრაელის მთავრობის განკარგულებით, იანვარში იგეგმება ე.წ „მწვანე პასპორტის“ სქემის ამოქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ იმუნიზებული ადამიანები კორონავირუსისთვის გათვლილ კარანტინში არ მოხვდებიან მიუხედავად იმისა, ისინი უცხოეთიდან ჩამოვლენ თუ კონტაქტი ექნებათ დაინფიცირებულ პაციენტთან.
ისრაელში საერთო ჯამში ინფიცირებულია 419 312 ადამიანი, რომელთაგან 3314 გარდაიცვალა, ხოლო 373 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები






