არგენტინის სენატმა 38-29 ხმის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის თანახმადაც აბორტი ქვეყანაში უკვე ლეგალური გახდა. ახალი კანონის თანახმად, მილიონობით არგენტინელს ეძლევა უფლება გაიკეთონ აბორტი, რაც ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ აქტივისტთა თქმით, მათი მრავალწლიანი მოღვაწეობის ბრძოლის შედეგია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამიერიდან არგენტინაში აბორტის გაკეთება უკვე მე-14 კვირიდან ლეგალური იქნება. მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი სენატის შენობის გარეთ ზეიმითა და ოვაციებით შეხვდნენ.
„არსებობს ფარისევლური არგენტინა, რომელიც უარყოფს აბორტს, ისევე როგორც ადრე ჰომოსექსუალობას უარყოფდა“- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა. მისი თქმით, არალეგალური აბორტების შედეგად უკანასკნელი 37 წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი ქალია გარდაცვლილი.
მასალის გამოყენების პირობები






