საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღველმთავარმა, ნავპაქტოსისა და ვლასიოსის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) კოვიდ 19-ის ვაქცინა მიიღო. იგი საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში პირველი მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
იორეთეოსის თქმით, ვაქცინას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაში. „ვაქცინა აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე უკვე ჩავერთე იმუნიზაციის პროცესში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მე შესაძლოა ვერ გადავრჩენილიყავი. ყოველ წელს ვიკეთებ გრიპის ვაქცინას.
მედიის ინფორმაციით, იეროთეოსი მსოფლიოში პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო- მან ეს ჟურნალისტების თანდასწრებით გააკეთა. მღველმთავარი 75 წლისაა და შაქრიანი დიაბეტითაა აგრეთვე დაავადებული
მასალის გამოყენების პირობები






