აზერბაიჯანული მედია 1news.az-ი მძიმე ვიდეოს ავრცელებს, სადაც მათი ,ტკიცებით ასახულია თუ როგორ წვავენ აზერბაიჯანელ გარდაცვლილი მებრძოლის ცხედარს სომეხი ჯარისკაცები. მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნული კადრები ყარაბაღის 2020 წლის 44 დღიანი ომის პერიოდშია გადაღებული.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე უცნობია საბრძოლო შეტაკებათა რომელ პერიოდშია ეს მომენტი ვიდეოზე აღბეჭდილი.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს მტკიცებით, დაღუპული მამაკაცი სამხედრო ტყვე იყო, რომელიც დახვირტეს.
ზემოხსენებული ვიდეომტკიცებულება არ წარმოადგენს პირველ შემთხვევა იმ სამხედრო დანაშაულებისა, რასაც ყარაბაღის ომში ადგილი ჰქონდა როგორც აზერბაიჯანული, აგრეთვე სომხური მხარისაგან. არაერთი ვიდეო ვრცელდება TELEGRAM არხებზე, სადაც ჩანს თუ როგორ კლავენ ამა თუ იმ ქვეყნის სამხედროები მოწინააღმდეგეთა ტყვედ ჩავარდნილ მებრძოლებს და აგრეთვე შეურაცხყოფენ დაღუპულთა სხეულებს.
მასალის გამოყენების პირობები






