გერმანიაში, ერთ-ერთ სარკინიგზო ხაზზე 20-ზე მეტი მატარებლის ჩანიშნული მგზავრობა გაუქმდა, რისი მიზეზიც გახდა ერთ-ერთი გედი, რომელიც ლიანდაგებზე თავის დაღუპულ კომპანიონს გლოვობდა. აღნიშნული „სამგლოვიარო პროცესი“ 50 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგადაც საჭირო გახდა მეხანძრე მაშველების გამოძახება, რომლებმაც გედი აღნიშნული ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამის შესახებ წერს THEWEEK-ი.
ინციდენტს ადგილი ჰქონდა 23 დეკემბერს- ორი იხვისებრთა ოჯახის ფრინველი ქალაქ კასელსა და გოტინგენს შორის არსებულ მაღალსიჩქარიანი მატარებლების ლიანდაგების ხაზზე გადავიდა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანი მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელს გამოედო, რაც მისი სიცოცხლისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გედი დიდ წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს, როდესაც ისინი მის გატყუებას ცდილობდნენ კომპანიონის დაღუპვის ადგილიდან. მისი გაყვანა საბოლოოდ, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები






