მას შემდეგ, რაც აშშ-ს შტატ მისურიში 4 წლის გოგონა დემონის განდევნის რიტუალის დროს მეზობლებმა მოკლეს, მათთან ერთად პოლიციამ მსხვერპლის მშობლების პასუხისმგებლობაც დაადგინა და დააპატიმრა.
სამართალდამცავებმა გასულ კვირას ჯერ გოგონას მეზობლები - ითან მასტი და კურტნი აუმენი დააპატიმრა, ხოლო შობის წინა ღამეს კი დააკავეს აგრეთვე 4 წლის გოგოს მშობლებიც, რომლებიც დამნაშავეებად სცნეს სისხლის სამართლის დანაშაულში. მათ ბრალად ედებათ თავიანთი შვილის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, მკვლელებისათვის ხელის არ შეშლა- დანაშაულის მიმდინარეობის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის მამამ პოლიციაში განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ცემის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შემდეგ გარდაცვლილი წყალსატევ აუზში მოათავსეს, რათა მისი სხეული გაყინულიყო. სამართალდამცავთა თქმით,ნაცემია აგრეთვე დაღუპულის დედაც, რომელიც აგრეთვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ბავშვის მშობლებმა განუცხადეს გამოძიებას იმის შესახებ, რომ მასტი და აუმენი მათ ოჯახს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწამებდნენ- თვლიდნენ, რომ ბავშვი და მისი დედა დემონით იყვნენ შეპყრობილნი, რის გამოც მათი სხეულებიდან ბოროტი სულის განდევნის პროცედურას ახორციელებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






