კოვიდ 19 ძალზე მარტივად გადამდები დაავადება, თუმცა ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საყოფაცხოვრებო პირობებში- იქ სადაც ადამიანებს შორის ხდება შეკრებები დახურულ კარს მიღმა. უკვე თითქმის ერთი წელია რაც, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს, შეიმუშავოს კონკრეტული გზები კოვიდ 19-ის პანდემიის დასამარცხებლად. ამისათვის დადგინდა შეზღუდვები გადაადგილებაზე, დაიხურა სკოლები და სავარჯიშო დარბაზები, ქალაქების უმრავლესობაში მკაცრი იზოლაციები დაწესდა მთელ რიგ საკითხებზე.
მიუხედავად ზემოხსენებული ღონისძიებებისა, კოვიდ 19-ის ინფექცია აგრძელებს პროგრესირებას და იზრდება აგრეთვე დაღუპულთა რიცხვიც. ამის შესახებ წერს ABCNEWS-ი.
ნიუ-იორკში დაინფიცირებულ პაციენტთა 70 % მოდის იმ ადამიანებზე, რომლებიც კოვიდ 19-ით დაავადდნენ უშუალოდ ოჯახებსა და სხვადასხვა მეგობრულ წვეულებებზე შეკრებისას. ეპიდემიოლოგების თქმით, კოვიდ -19 ერთი ადამიანიდან მეორეზე მარტივად, ერთჯერადი კონტაქტით არ გადადის თუ დაცულია მინიმალური უსაფრთხოების ზომები და ორივე მათგანს უკეთია პირბადე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში დაავადების გავრცელებას აქვს ადგილი მაშინ, როდესაც საოჯახო, ან მეგობრულ შეკრებებზე მოქალაქეები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს და ერთმანეთთან აქვთ ძალზე მჭირდო კონტაქტი.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების 90 %-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება მაშინ, როდესაც ადამიანები პირბადეს არ ატარებენ, ან მისი გამოყენების წესებს არღვევენ.
ჰარვარდის საჯარო ჯანდაცვის კვლევის ცენტრი აცხადებს, რომ განსაკუთრებით ხშირია აგრეთვე ინფიცირება რესტორნებშიც, სადაც ადამიანები ხმამაღლა ლაპარაკობენ რა დროსაც კორონავირუსის ნაწილაკებს აფრქვევენ იმ სივრცეში, სადაც ადამიანები საკვებს მიირთმევენ, ამ ფონზე კი სავენტილაციო სისტემაც კი ვერ უზრუნველყოფს ჰაერის გაფილტვრას, რაც ძალზე დიდ რისკს ქმნის ამა თუ იმ ადამიანის ვირუსით დაავადების.
მასალის გამოყენების პირობები






