ვერძი: უკანასკნელი დროის მანძილზე, თქვენ არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოგიხდათ, ჩათვალეთ რომ ეს არავის შეუმჩნევია. აღიარებისა და ქება–დიდების ნაკლებობამ, შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ. მიუხედავად ყველაფრისა, ხასიათი არ გაიფუჭოთ. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ქებას თქვენი შრომისმოყვარეობისთვის. თქვენ თავად შეგიძლიათ საკუთარ თავს ასიამოვნოთ და წააქეზოთ იგი. ამასთანავე, აღუთქვით, რომ როცა რომელიმე ახლობელი წარმატებას მიაღწევს, თქვენ მას გულწრფელად მიულოცავთ.
კურო: თქვენთვის მხიარული და რომანტიკული განწყობა მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა, დღეს აღნიშნული კრიტერიუმები არ გამოგადგებათ. თუ თქვენ, ჯერჯერობით, არ გყავთ მეწყვილე, მაშინ დღეს სრულიად უმიზეზოდ შეგიძლიათ გაიხაროთ იმ ფაქტით, რომ არავიზე დამოკიდებული არ ხართ. შესაბამისად შეაფასეთ თქვენი თავისუფლება და მოიმოქმედეთ რაიმე მოულოდნელი. დღეს არის მშვენიერი დღე, ზამთრის რამდენიმედღიანი შვებულების დასაწყებად და სრული განტვირთვისთვის მოსამზადებლად. მაგრამ თუ თქვენ გყავთ პარტნიორი, მაშინ გაფრთხილდით, შესაძლოა, მასთან გარკვეული უთანხმოება მოგივიდეთ.
ტყუპები: თქვენსა და თქვენს რომელიმე ახლობელს შორის, შესაძლოa, დღეს გარკვეული უთანხმოება მოხდეს, რაც თქვენს ურთიერთობას რამდენიმე ხნით აუცილებლად გაართულებს. ამის მიზეზი, შესაძლოა, თქვენი მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობა გახდეს. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, აუცილებლად მიეცით თქვენს ახლობელს დრო დასაფიქრებლად, ეს არავითარ ზიანს არ მოგიტანთ. თუმცა, იცოდეთ რომ ამ ადამიანში თქვენდამი ნდობის აღსადგენად დიდი დრო იქნება საჭირო.
კირჩხიბი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს თქვენ მეტად საინტერესო და მხიარული საუბრები გელით. 13 დეკემბერი თქვენთვის საკმაოდ პოზიტიური იქნება. მთავარია დღეს განსაკუთრებით თვითდაჯერებული იყოთ და გარშემომყოფებს უსმინოთ. დღეს შესაძლებლობა მოგეცემათ, წარსულში გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა. არ იმოქმედოთ ინერციით, აუცილებლად განსაზღვრეთ ყოველი ნაბიჯი. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ დრო უაზრო საუბრებზე. გადაახარისხეთ თქვენი ოცნებები, ფიქრები და მოლოდინები. გამოარკვიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და წამოიწყეთ ერთ–ერთი, მეტად საიმედო საქმე.
ლომი: წარმატება დღეს თქვენს მხარესაა და თუ გადახედავთ თქვენს ბიუჯეტს, მაშინ აღმოაჩენთ რომ თქვენს განკარგულებაში იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე ელოდით. მაგრამ სანამ მაღაზიებში გაივლით ფულის დასახარჯათ, დაფიქრდით შედარებით მსხვილ შენაძენზე, რომელიც უფრო მეტ ფინანსებს მოგიტანთ. ამ გზით თქვენ შეძლებთ დასახული მიზნის ასრულებას. იფიქრეთ მომავალზე. უარი თქვით ფულის უმიზეზო ფლანგვაზე.
ქალწული: თქვენ გელით გამაოგნებელი საჩუქარი, რომელიც მეტად გაგილამაზებთ დღევანდელ დღეს. ეს, შესაძლოა, იყოს სამადლობელი ბარათი, ან ყვავილების თაიგული, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. საჩუქარი რომელსაც მიიღებთ, მოგიტანთ სითბოს, რომელიც გაგყვებათ მთელი დღის მანძილზე. სასიამოვნო ადამიანი, რომელიც საჩუქრას მოგიძღვნით, თქვენთან ურთიერთობის განმტკიცებას ცდილობს.
სასწორი: ეცადეთ დღეს რაც შეიძლება მეტად სკულპუროზულნი იყოთ – უმნიშვნელო დეტალები, მოგვიანებით აუცილებლად რთულ პრობლემებად მოგიბრუნდებათ, თუ ამ დეტალების აღმოჩენისთანავე არ ეცდებით მათ გამოსწორებას. თუმცა, ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ მშვიდი დღით ტკობაბაც. მთავარია ერთამნეთისგან მკვეთრად გამიჯნოთ სამსახური და გართობა. თუ თქვენს ცხოვრებაში რომანტიკას უჭირავს გარკვეული ადგილი, მაშინ აუცილებლად იზრუნეთ თქვენს მეორე ნახევარსა თუ მეწყვილეზე. დღეს ასეთი ურთიერთობა თქვენს მომავალს უფრო მეტად გაამრავალფეროვნებს.
მორიელი: დღეს თქვენ გარკვეულ საიდუმლოს გაგიმხელენ, თუმცა ის, რასაც თქვენ მოისმენთ არ გესიამოვნებათ. მოუსმინეთ მოსაუბრეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ მიღებული ინფორმაცია. თუ ასე მოიქცევით, თქვენ გარშემომყოფებში უნდობლობას აღძრავთ, რაც სამომავლო ურთიერთობებში მეტად შეგიშლით ხელს. ამასთანავე, დღეს საჭიროა, რომ სკეპტიკურად განეწყოთ ყველაფრისადმი, რასაც მოისმენთ. მაშინაც კი, თუ თვლით რომ ასეთი ქმედება სხვას დააზარალებს, მაინც უკეთესი იქნება თუ დღეს ასე დაგეგმავთ.
მშვილდოსანი: დღეს თქვენ დიდ თვითდაჯერებულობას იგრძნობთ, განსაკუთრებით თქვენს პირად ცხოვრებაში. დღეს შეგიძლიათ თქვენი ავტორიტეტის გამოვლინება. ეს არცთუ ისე რთული იქნება. ირგვლივ მყოფები აუცილებლად გაიხარებენ იმით, რომ თქვენ დამსახურებულ პატივისცემას მიიღებთ. თუ აუცილებელია, შეგიძლიათ მხარდაჭერაც ითხოვოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე პირად პრობლემებს ეხება.
თხის რქა: თუ თქვენ დასვენებისა და შვებულების ფარგლებში მნიშვნელოვანი მოვლენის ორგანიზებას გეგმავთ, მაშინ დღეიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ამაზე ფიქრი. დღეს ყველაზე რთულად მისაწვდომი ადამიანებიც კი უპასუხებენ თქვენს სატელეფონო ზარებს. თქვენი ფინანსური მაჩვენებელი დადებითი მიმართულებისკენ შეიცვლება. 13 დეკემბერი თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება, ასე რომ დღეს შეგიძლიათ სამომავლო გეგმების შესრულება დაიწყოთ.
მერწყული: თუ დღეს, თქვენ ხასიათი გაგიფუჭდებათ, აუცილებლად ეცადეთ გარშემომყოფებთან წამოიწყოთ რაიმე სახის ურთიერთობა. ეს დაგეხმარებათ დააწყოთ საკუთარი აზრები და დროებით დაივიწყოთ პრობლემები. ამასთანავე, სხვებთან ურთიერთობისას, თქვენ შესაძლოა გარკვეული იდეები გაგიჩნდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაჭრათ ესა თუ ის პრობლემა.
თევზები: დღეს თქვენს ყურადღებას აუცილბლად მიიპყრობენ გარშემომყოფები. დღეს საკუთარ ცხოვრებაშიც შეძლებთ რაიმეს შეცვლას. მიხვდებით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე აქამდე აკეთებდით. ხელიდან არავითარი შანსი არ გაუშვათ და ეცადეთ, მეტად აქტიურები იყოთ.
მასალის გამოყენების პირობები






