„ხურჩის ტერაქტის“ მოწმე, გარდაცვლილი პოლიციელის ჩვენება გასაჯაროვდა
საზოგადოება - 08:59, 03 Dec, 2013     4661

ჩვენება, რომელიც აწ გარდაცვლილმა ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილემ გამოძიებას ე.წ. ხურჩის ტერაქტთან დაკავშირებით მისცა, გასაჯაროვდა.

ალექსანდრე დანელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ჩვენებაში მიუთითებს, რომ „ხურჩის ტერაქტის“ დადგმის შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა, მასში მონაწილეობა მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ „ზემდგომს უნდა დაქვემდებარებოდა“.

„ნიუპოსტი“ აქვეყნებს ალექსანდრე დანელის ჩვენების იმ ნაწილს, რომელიც გასაჯაროვდა:

„2008 წლის 21 მაისს მე მივედი სამსახურში, სადაც ვნახე, რომ ჩემი თანამშრომლები: სამმართველოს უფროსი ტარიელ ბარამია, ვლადიმერ თორია, ზამო გაბედავა, ვლადიმერ აბსანაძე, ზაზა კაკულია, დათო ადამია და ჩვენი დანაყოფის სხვა თანამშრომლები ემზადებოდნენ ღონისძიებაზე გასასვლელად, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩემს თანამშრომლებს საიარაღოდან გამოჰქონდათ იარაღი და სრული ეკიპირება. მე მივედი ვლადიმერ აბსანძესთან, რომელსაც ებარა შეიარაღება, გასცემდა თანამდებობაზე იარაღს და თვითონაც ემზადებოდა ღონისძიებაზე გასასვლელად.

მას მე ვუთხარი, რომ მეც მინდოდა მათთან ერთად ღონისძიებაზე მისვლა. აღნიშნულზე მან მიპასუხა, რომ ის და ზაზა კაკულია რომან შამათავასგან მიღებული დავალების შესაბამისად მიდიოდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩისა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის გამყოფ ადმინისტრაციულ საზღვართან და მან მითხრა, რომ თუ მეც მინდოდა მათთან ერთად წასვლა, შემეთანხმებინა ჩვენი მთავარი სამმართველოს უფროსისთვის, რომან შამათავასთვის.

რომან შამათავამ მითხრა, რომ დადგმული იყო „სპექტაკლი“, თითქოს აფხაზები შემოვიდნენ და ააფეთქეს სამგზავრო ავტობუსი, სინამდვილეში ავტობუსს თვითონ ააფეთქებდნენ. მან ასევე მითხრა რომ, აფეთქებისას არავინ დაშავდებოდა და აფეთქება მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ავტობუსიდან გადმოვიდოდნენ მგზავრები. მე დადგმულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე მას თანხმობა ვუთხარი, რადგანაც ის იყო ჩვენი ხელმძღვანელი და მიმაჩნდა, რომ მას უნდა დავმორჩილებოდი.

მისი თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა ხალხში შიშის დათესვას, რათა მათ ჰქონდათ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან საფრთხის შიში, კანონიერად არჩეული იმჟამინდელი ხელისუფლება კი იყო მათი დაცვის გარანტი. ჩვენ უნდა მივსულიყავით ხურჩისა და ნაბაკევის საზღვართან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გავიგებდით გასროლის ხმას, უნდა გვესროლა ყუმბარმტყორცნიდან ჰაერში ხურჩისა და ნაბაკევის ადმინისტრაციული საზღვრიდან, რითაც შეიქმნებოდა ილუზია სროლებისა, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან ხურჩის მიმართულებით წარმოების თაობაზე“,- ნათქვამია ალექსანდრე დანელიას მიერ მიცემულ ჩვენებაში.

როგორც დანელია ჩვენებაში აღნიშნავდა, კონტროლირებადი ტერიტორიიდან სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან ხდებოდა გასროლა. მისივე თქმით, ისროდნენ როგორც ავტომატებიდან, ასევე ტყვიამფრქვევებიდან, 2 გასროლა კი ყუმბარმტყორცნიდან მოხდა.

„როდესაც სროლა შეწყდა, წამოვედით ისევ ტყის მიმართულებით, ვიარეთ ცოტაოდენი მანძილი ფეხით და იქ დაგვხვდა ის ავტომობილი, რომლითაც იქ მივედით. ამის შემდეგ ჩვენ წამოვედით იმ მიმართულებით, სადაც დატოვებული გვქონდა „ტოიოტა 80“ მარკის ავტომანქანა. როდესაც მივედით აღნიშნულ ადგილას, ჩანდა შავი ფერის ბოლი. მე დამაინტერესა, რა იწვოდა, მცირე მანძილი გავიარე და დავინახე, რომ დამწვარი იყო ორი ავტობუსი, მე ავტობუსთან ახლოს არ მივსულვარ. იქ ვნახე რომან შამათავა, ჩვენს თანამშრომლებთან ერთდ. ამის შემდეგ ისევ დავბრუნდით სამსახურში. რომან შამათავა კმაყოფილი იყო ჩატარებული ღონისძიებით. აღნიშნულიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ავტობუსები, რომლებიც თითქოსდა ააფეთქეს აფხაზებმა, სინამდვილეში არ იყო აფხაზების მიერ აფეთქებული და ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო ჩვენს მიერ “, -ჰყვება გამოძიებისთვის ხურჩის ტერაქტთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაში ალექსანდრე დანელია.

შეგახსენებთ, რომ  ხურჩაში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით კუდ–ის აფხაზეთის მთავარ სამმართველოს უფროსი რომან შამათავა დააკავეს, ხოლო 38 წლის პოლიციელი ალექსანდრე დანელია 24 ნოემბერს ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს. ალექსანდრე დანელიას ადვოკატი აცხადებდა, რომ დანელიას რომან შამათავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს, რის გამოც მას სინდისი ქენჯნიდა. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42