17 წლის მოზარდი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დღეს დაკრძალეს - არასრულწლოვნის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, რადგან ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, ვინ დაეჯახა არასრულწლოვანს.
გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე არასრულწლოვანს შელაპარაკება უცნობ 45 წლის კაცთან მაღაზიაში მოუვიდა, რომელიც, მათი ვერსიით, მოზარდს გამიზნულად დაეჯახა.
"როგორც ვიცი, მოტოციკლეტით ყოფილა ბავშვი წასული - ეს ადამიანი, რომელიც რამდენიმეჯერმე ნასარმართლევი ყოფილა, შეწყალებით გამოსული, გამოკიდებია, ეს არის მიზანმიმართულად გამოკიდებული ადამიანი, რომელმაც მის მოტოიკლეტს დაარტყა და წამში მოკლა ბავშვი", - ამბობს ოჯახის ახლობელი
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება დაწყებულია 276-ე და 128-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას.
ცნობისთვის, მოზარდი 21 დეკემბრეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






