თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ უფლებადამცველმა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.
ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განუცხადა, ის დაკავებულს ესაუბრა, თუმცა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ვესაუბრე. შემიძლია გითხრათ ის, რომ გავეცნობი საქმის მასალებს დეტალურად. სხვა კითხვებთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დავაფიქსირებ და ვერც კითხვებზე გაგცემთ პასუხს”,- განაცხადა ბერიანიძემ.
შეგახსნებთ, რომ პროკურატურამ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






