სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის დატოვოს თანამდებობა, თუკი ხალხი ასე გადაწყვეტს, რაც რიგგარეშე არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს. იგი გამოდის ინიციატივით არცევნები მომავალ წელს გაიმართოს.
"მზად ვარ გავაგრძელო სომხეთის რესპუბლიკის ლიდერად ყოფნა ამ რთულ დროში, თუკი ხალხის ნდობა აღდგენილ იქნება. ყველა კითხვაზე პასუხის მოსაძებნად ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია" - წერს ფაშინიანი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნებმა ვერ მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა ხალხისგან, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მხარდაჭერის მიზიდვის ფინანსური, მედია, საორგანიზაციო და სხვა საშუალებები.
"მაგრამ ეს ყველაფერი არ ცვლის ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ჩემს პირად პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. მე არ ვებღაუჭები პრემიერ-მინისტრის სკამს" - წერს ფაშინიანი
მასალის გამოყენების პირობები






