გაზეთი „ქრონიკა“: სააკაშვილის 200 მილიონიანი იახტა „სწრაფი“ - მსოფლიო იახტათა ათეულშია
პოლიტიკა - 20:37, 02 Dec, 2013     24113

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამოგზავნილი იმ ხუთი მილიარდიდან, რომელიც აშშ-მა დახმარების სახით საქართველოს გამოუყო, 200 მილიონიანი იახტა იყიდა - ამის შესახებ გაზეთი ,,ქრონიკა“ საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„სააკაშვილს ფეშენებელური იახტა ჰყავს, რომელსაც მეტად ტრივიალური სახელი „სწრაფი“ ჰქვია.“- წერს გაზეთის ჟურნალისტი. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა იახტის აგების შეკვეთა 2010 წელს ცნობილ გემთმშენებელ კომპანიას მისცა:

„კომპანია bloh bioms+voss არ მუშაობს, თუ შეკვეთის ღირებულება 50 მლ დოლარს არ აღემატება. ამ კომპანიამ აუგო იახტა ცნობილ რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს“- წერს ჟურნალისტი. „ქრონიკის“ ინფორმაციით ,,სწრაფის“ შესაძენი ფული სააკაშვლმა იმ 5 მილიარდიდან „მოტეხა“, რომელიც საქართველოს ამერიკის მთავრობამ გამოუყო, რათა დანგრეული ეკონომიკა ფეხზე დაეყენებინა და დევნილ მოსახლეობას ღირსეულად დახმარებოდა“.

მისივე თქმით, იახტა ოფშორულ ზონაში არის დარეგისტრირებული და ის მსოფლიოს უმდიდრესი იახტების ათეულში შედის. „მიშა სააკაშვილის იახტა 30 კაცზეა გათვლილი, ამას ცხადია, უნდა დავუმატოთ, იახტის ეკიპაჟის 6 წევრი და 12 კაცისაგან შემდგარი მომსახურე პერსონალი.

ამ ხალხით, სააკაშვილის იახტას, როცა დასჭირდება, ერთ-ერთი ჰოლანდიური კომპანია ამარაგებს, მას იახტების მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იახტა ჰოლანდიის საპორტო ქალაქ როტერდამში დგას“, - წერს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, იახტას ვერტმფრენის დასაჯდომად აეროდრომიც აქვს მოწყობილი და ასევე პაპარაცებისაგან თავდასაცავად სპეციალური ლაზერითაა აღჭურვილი, რომელიც გარკვეულ პერიმეტრზე კამერებს პოულობს და პირდაპირ  ლინზას ასვამს ლაზერს, რის შემდეგაც ყველა ფოტო და ვიდეომასალა იშლება.

შენიშვნა: ფოტო შერჩეულია შემთხვევითობის პრინციპით და მხოლოდ თემატურად უკავშირდება სტატიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42