ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში ახალი "ლოქდაუნის" შესახებ განაცხადა, რომელიც 27 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
"ლოქდაუნი" 17:00 საათიდან ამოქმედდება. თავდაპირველად, იგი ორი კვირით დაწესდება, თუმცა ხელისუფლებას მისი გაგრძელება შეეძლება.
საკარანტინო პერიოდში მოსახლეობას სახლიდან გასვლა ერთ კილომეტრზე მეტი მანძილით ეკრძალება. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სურს. ასევე აიკრძალება სხვა ადამიანების სახლებში სტუმრობა - მოსახლეობას მხოლოდ უახლოეს ნათესავებთან მისვლის უფლება ექნება.
მაღაზიები, რომლებიც პირველადი აუცილებლობის საქონელს არ ყიდის, ასევე გასართობი დაწესებულებები, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში იკეტება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება მხოლოდ ნახევრად იყოს სავსე. საწარმოების თანამშრომელთა 50%-ს, რომლებშიც სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ არის აუცილებელი, დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანენ.
რესტორნებს შეეძლებათ მხოლოდ დელივერის სერვისზე მუშაობა. გატანა იკრძალება. ქუჩაში იკრძალება 20 კაცზე მეტის შეკრება, ხოლო შენობაში - 10-ზე მეტის.
მასალის გამოყენების პირობები






